დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს კონსული აზერბაიჯანში - ორივე ქვეყანა დიდ უბედურებას გადავურჩით
ავტორი:
2014/აგვისტო/01 13:30:02
საქართველოს კონსული აზერბაიჯანში ნიკოლოზ გოგოტიზე აცხადებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი დიდი უბედურებას გადაურჩნენ, ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო.
როგორც ნიკოლოზ გოგიტიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მატჩის დროს ქომაგებს შორის დაპირისპირება ბანერის გამო მოხდა.
კონსულის განცხადებით, ბაქოელმა პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს, რათა მდგომარეობა განემუხტათ.
როგორც ნიკოლოზ გოგიტიძემ აღნიშნა, რამდენიმე ქართველი ქომაგი იყო დაკავებული, თუმცა საკონსულოს და საელჩოს ჩარევის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს და საფეხბურთო გუნდი ქომაგებთან ერთად წამოვიდა საქართველოში.
კონსული ირწმუნება, რიომ ქართველი ჟურნალისტები აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ.
"იქ იყო ბევრი გულშემატკივარი აზერბაიჯანის მხრიდან და სამართალდამცავებმა ჟურნალისტები ადგილიდან გაარიდეს, რათა გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები აზერბაიჯანელ სამართალდამცვებთან, მათ შეუძლიათ, უჩივლონ. პოლიცის წარმომადგენლებმა ადგილიდან გაიყვანეს ჟურნალისატები და ამით პრაქტიკულად სიტუაცია განუხტეს. იქ ძალიან ცუდი ვითარება იყო. ადგილიდან ადვილია ამაზე ლაპარაკი - შეიძლება ხალხი დაღუპულიყო, ამაზე არავინ არ ფიქრობს. იქ იყო ათი ათასიანი ბრბო, რომლის შეჩერება ძალიან ძნელი იყო. ორი ქვეყანა დიდ უბედურებას გადავრჩით, რომ არავინ არ დაიღუპა, არავინ დაიჭრა და დაშავდა. ჩვენებისთვის ეს ძალიან კარგი მაგალითი უნდა იყოს და ალბათ მომავალში რაღაც ზომებს მიიღებს გუნდის ხელმძღვანელობა და სხვებიც", -განაცხადა კონსულმა და არნიშნა, რომ ქომაგებთან შესაბამისი მუშაობაა საჭირო.
როგორც ნიკოლოზ გოგიტიძემ აღნიშნა, ინციდენტი ამოწურულია და ყველა ზომები მიიღეს საელჩომ, ელჩმა, რომ გუშინვე წამოსულიყო გუნდი თავის ქომაგებთან ერთად.
ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას, ჩხუბი მოხდა. "აზერისპორტის" ცნობით. მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი.
დაკავავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქი მოუვიდათ. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.
"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის თქმით, ვინც ეს რუკა ჩამოკიდა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არ არის.
"ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რაც მოხდა ტრიბუნებზე რუკის ჩამოკიდებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელია. ვინც ეს რუკა ჩამოკიდა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არ არის, ჩვენს ნამდვილ ფანებს კი მადლობას ვუხდი მხარდაჭრისთვის", - აღნიშნა ფრუიძემ.
"ჩიხურას" წარმომადგენლის, ბერიკა შუკაკიძე ვარაუდობს, რომ გუნდს ამის შემდეგ სანქცია დაუწესდება.
ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო მატჩის შეხვედრა ბაქოში შეხვედრა 0:0 დასრულდა, საპაუხო მატჩი 7 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია