დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არასტაბილური პოლიტიკოსია, ხან პარტია შექმნა, ხან კოალიციაში შევიდა, ხან გამოვიდა, ხან ელჩი იყო, ხან მინისტრი - ვერსად იმაგრებს ფეხს
ავტორი:
2018/ივლისი/13 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/elisashviliarchevnebi-11.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503369-aleko-elisashvili-salome-zurabishvili-arastabiluri-politikosia-khan-partia-sheqmna-khan-koaliciashi-shevida-khan-gamovida-khan-elchi-iyo-khan-ministri-versad-imagrebs-fekhs.html", "headline": "ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არასტაბილური პოლიტიკოსია, ხან პარტია შექმნა, ხან კოალიციაში შე...", "datePublished": "2018-07-13 12:34:42", "dateModified": "2018-07-13 12:34:42", "description": "„ქართულ ოცნებაში“ ისეთი სიტუაციაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი თვითონ ვერ მოძებნეს, იმდენად მექრთამეე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/elisashviliarchevnebi-11.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართულ ოცნებაში“ ისეთი სიტუაციაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი თვითონ ვერ მოძებნეს, იმდენად მექრთამეები და სახელგატეხილები არიან ყველანი“, - ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საპეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ მხარი შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს, ხოლო თავად კანდიდატი არ წარადგინოს.

ელისაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია ყველა კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს. ელისაშვილი ზურაბიშვილს „არასეროზულ პოლიტიკოსად“ ახასიათებს, „რომელმაც ფეხი ვერსად გაიმაგრა“.

„ჩემთვის მიუღებელია ყველა კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იქნება მხარდაჭერილი ან წარდგენილი. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან არასერიოზულ პოლიტიკოსად დაგვამახსოვრა თავი - „ქართული ოცნება“ მას დაეხმარა, თორემ ის მთაწმინდაზეც ვერ მოახერხებდა გამარჯვებას. ის არის არასტაბილური და არასერიოზული პოლიტიკოსი, ხან პარტია შექმნა, ხან რაღაც კოალიციაში შევიდა, ხან გამოვიდა, ხან ელჩი იყო, ხან მინისტრი და ვერსად იმაგრებს ფეხს. ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თავად მონაწილეობის მიღებას საპრეზიდენტო არჩევნებში, ელისაშვილი პასუხობს, რომ ის კანდიდატად წარმოდგენილი არ იქნება. მისივე განცხადებით, აპირებს კონსულტაციების გამართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა გადაწყვიტოს, ვის დაუჭერს მხარს. ელისაშვილი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად წარსდგება, რომელსაც მისი შეფასებით, ყველაზე დიდი შანსი აქვს დაამარცხოს, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“.

„პირადად მე არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, უბრალოდ ახლა კონსულტაციების ეტაპზე ვარ, მინდა შევხვდე სხვებს, რომ მივხვდე, ვის დავუჭირო მხარი, ვინაიდან ჯერჯერობით ასეთი არავინ არის. მე ვისურვებდი, რომ მარგველაშვილმა გადაწყვიტოს და დამოუკიდებლად დააყენოს თავისი კანდიდატურა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მეორე მხრივ, საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით,“ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი შესაძლოა არ წარადგინოს და საკუთარ ამომრჩევლებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია