დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იოჰანეს ჰანი - რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს მოქალაქეების დაცულობას საფრთხეს უქმნის
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 22:00:02
რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების დაცულობას , - ამის შესახებ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს მოსახლეობისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ეს ე.წ. ხელშეკრულება ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"მინდა შევეხო ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ მოვლენებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების დაცულობას. მე ვგულისხმობ ე.წ ,,სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებას" რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის. ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ადრინდელი შეთანხმებები, ეს ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებაც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ის ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ნება მომეცით კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა ჰანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს სტაბილურობის დამკვიდრებასა და კონფლიქტების მოგვარებაში, ჟენევის საერთაშორისო ფორმატის თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საშუალებით. მისი თქმით, ამ კონტექსტში მისასალმებელია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, გაგრძელდეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ვადა კიდევ 2 წლით.
ჰანის ვიდეომიმართვის ქართულენოვან ტექსტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია