დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარეს
ავტორი:
2014/აპრილი/03 15:00:02
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, კობა ხაბაზი თბილისის მერის შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოების საქმეზეა დაკითხვაზე დაბარებული.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერიაში დაახლოებით 50 შპს არსებობს. ოთხ მათგანში - "ჰერმესი", "სინათლის ქალაქი", "თბილსერვისი" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" 2012 წლის ოქტომბერში სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ეს საბჭოები ფორმალურია და მათში "დაასაქმეს და მაღალი ანაზღაურება დაუნიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მათ ახლობლებს, რომლებსაც არც შესაბამისი კომპეტენცია და არც შესაბამისი განათლება არ გააჩნდათ კონკრეტულ სფეროებში". სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულთა შორის არიან: ლადო ვარძელაშვილი, კობა ხაბაზი, კოტე გაბაშვილი, მირზა დავითაია, ეკა ხერხეულიძე, გიორგი ასანიძე, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა ოჩიაური, გია როინიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, მაკა მეტრეველი, ლაშა მაქაცარია და სხვები.
კობა ხაბაზს ფინანსთა სამინისტროს საგამოძოებო სამსახურში დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე ელოდებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია