დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის, ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა
ავტორი:
2014/დეკემბერი/13 13:00:02
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ლევან დოლიძის განცხადება გიორგი მარგველაშვილმა 10 დეკემბერს დააკმაყოფილა და ის პოსტს 26 იანვარს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნატო-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ მთავრობიდან განცხადება შესული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ლევან დოლიძემ, რომელიც დეპუტატ ვიქტორ დოლიძის ძმაა, ელჩის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოლიცია "ქართული ოცნებიდან" გასვლისთანავე გააკეთა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია