დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხიდაშელის კომისიამ პორტირების სქემა გაშიფრა
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:46:02
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე დღეს მობილური ოპერატორების -„მაგთის“, „ჯეოსელსა“ და „ახალი ქსელების“ წარმომადგენლებს მოუსმინეს. საგამოძიებო კომისიამ პორტაბელობის სქემა გაშიფრა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ  ბიზნესიდან თანხების ამოღების ტენდენცია დაადგინა. ხიდაშელის თქმით, კომპანიები 6 მილიონ 700 000 პორტირებული აბონენტის მომსახურების მიზნით 7 მილიონ ლარს იხდიან. „მაშინ, როდესაც 121 000 ნომერია პორტირებული. 2010 წელს აღნიშნული მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ტენდერში მსოფლიოში ამ სფეროს ლიდერ კომპანიას რომ გაემარჯვა, 660 000 ლარი დაიხარჯებოდა. ეს იყო სახელმწიფოს მიერ ბიზნესთან ურთიერთობის მაგალითი და მისგან რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღების საშუალება,“ - ამბობს ხიდაშელი. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია