დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - ჩვენ სერიოზული შედეგი დავდეთ, ძირითად პოლიტიკურ ძალად დავფიქსირდით
ავტორი:
2017/ნოემბერი/10 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/bokeria-giga.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462235-giga-bokeria-chven-seriozuli-shedegi-davdeth-dzirithad-politikur-dzalad-davfiqsirdith.html", "headline": "გიგა ბოკერია - ჩვენ სერიოზული შედეგი დავდეთ, ძირითად პოლიტიკურ ძალად დავფიქსირდით", "datePublished": "2017-11-10 11:08:24", "dateModified": "2017-11-10 11:08:24", "description": "”ევროპული საქართველო” ძირითად პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდა, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/bokeria-giga.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ევროპული საქართველო” ძირითად პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდა, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ახლა პარტიის ფოკუსი მიმართულია იქით, რომ ყველგან, ადგილობრივ თვითმმართველობებში, ხელი შეუშალონ „იმ მავნებლურ პოლიტიკას, რომელიც აქვს ”ქართულ ოცნებას”.

”ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის, ”ევროპული საქართველოს” პირველი შეკრება არჩევნების შემდეგ. ჩვენ სერიოზული შედეგი დავდეთ ახალი პარტიული სტრუქტურისთვის. ძირითად პოლიტიკურ ძალად დავფიქსირდით და ამისთვის მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივისტებს და იმ ხალხს, ვინც იმუშავა. ეს არის დიდი წარმატება, თუმცა საზეიმო არაფერი გვაქვს. ისევ ის უმაქნისი და მავნებლური პოლიტიკური გუნდი არის ხელისუფლებაში, მათ შორის თვითმმართველობის დონეზეც. ამიტომ ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი პარტიის, ”ევროპული საქართველოს” ფოკუსი არის ყოველდღიურ საქმიანობაში საკრებულოებში, სადაც გვაქვს ტრიბუნა, მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ იმ მავნებლურ პოლიტიკას, რომელიც აქვს ”ქართულ ოცნებას”. ასევე, რაც მთავარია, მოვემზადოთ შემდეგი არჩევნებისთვის, რათა გავზარდოთ ჩვენი პარტიის მხარდაჭერა იმ დონეზე, როდესაც ”ქართული ოცნების” მეთოდები აღარ იქნება საკმარისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და მე ამაში დარწმუნებული ვარ ”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია