დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - დოლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 22:00:02
ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით კომენტარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა , ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დოლარის კურსის გამყარების ტენდენცია ბევრ ქვეყანაში შეინიშნება და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.
კალაძის აზრით, აღნიშნულის ერთ-ერი ძირითადი ფაქტორი რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. კერძოდ, საერთაშორისო სანქციები.
ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ ნებისმიერი ქვენის საბიუჯეტო მოვლენები და ფისკალური პოლიტიკა გლობალურად მიმდინარე პროცესებთან კავშირშია. "ამიტომ რა იქნება მომავალში, მე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ეს დინამიური პროცესია და ალბათ უმჯობესი იქნება, კომენტარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ვთხოვოთ, ისინი უფრო კარგად აგვიხსნიან არსებულ სიტუაციას", _ დასძინა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, ცუდია, რომ კომენტარი არ კეთდება. ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. "საზოგადოებაში ინტერესი ძალიან დიდია ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით და კარგი იქნება, თუ მალე მოვისმენთ კომენტარს არსებულ სიტუაციაზე და როგორ განვითარდება მოვლენები", _ განაცხადა კახა კალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია