დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია - საია-ს დასკვნა ძალიან სუბიექტურია და საარჩევნო წელს ოპოზიციური ხმის კამპანიურად გაძლიერებას ემსახურება
ავტორი:
2018/თებერვალი/03 10:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/gabunia_3fa51.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476272-zaza-gabunia-saia-s-daskvna-dzalian-subieqturia-da-saarchevno-tsels-opoziciuri-khmis-kampaniurad-gadzlierebas-emsakhureba.html", "headline": "ზაზა გაბუნია - საია-ს დასკვნა ძალიან სუბიექტურია და საარჩევნო წელს ოპოზიციური ხმის კამპანიურად გაძლი...", "datePublished": "2018-02-03 05:49:39", "dateModified": "2018-02-03 05:49:39", "description": "საია-ს ანგარიშში მოყვანილი საკითხები, ეს ის პოლიტიკური თემებია, რომელზეც თვეების განმავლობაში უმრავლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/gabunia_3fa51.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საია-ს ანგარიშში მოყვანილი საკითხები, ეს ის პოლიტიკური თემებია, რომელზეც თვეების განმავლობაში უმრავლესობას ოპოზიციასთან გვქონდა დებატები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

”როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ორი საკითხი: პირველი ის, რომ კონსტიტუციის საბოლოო ტექსტი ხარისხიანი და გამართულია - პასუხობს იმ ამოცანებს, რისთვისაც დაიწყო ეს რეფორმა, ასევე ვენეციის კომისიამ საბოლოო რედაქციას დადებითი შეფასება მისცა. მეორე, კი კონსენსუსი ამ ცვლილებების გარშემო თუ ვინმეს უნდოდა, ყველაზე მეტად სწორედ მმართველ გუნდს სურდა ეს და კონსენსუსი რომ არ შედგა - ამაზე პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა აიღოს ოპოზიციამ. შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონს, რომ ირაკლი კობახიძემ ეს რეფორმა დაგეგმილ ვადებში ჩაატარა, თუმცა ფაქტია, რომ მან რეფორმის განხორციელება შეძლო ყველა მხარესთან წინასწარ შეთანხმებულ დროში. დასკვნა ძალიან სუბიექტურია და საარჩევნო წელს ოპოზიციური ხმის კამპანიურად გაძლიერებას ემსახურება”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 518
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია