დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლიტვის პრემიერი - საქართველოს შემართება, დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს ნატო-ს წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით
ავტორი:
2018/იანვარი/29 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/litva_fef95.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475281-litvis-premieri-saqarthvelos-shemartheba-daicvas-saerthashoriso-mshvidoba-dzalian-mnishvnelovani-argumenti-unda-gakhdes-nato-s-tsevrobis-perspeqtivis-thvalsazrisith.html", "headline": "ლიტვის პრემიერი - საქართველოს შემართება, დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენ...", "datePublished": "2018-01-29 08:48:28", "dateModified": "2018-01-29 08:48:28", "description": "ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსია...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/litva_fef95.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისადმი, - ამის შესახებ ლიტვის პერმიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც საულიუს სკვერნელისმა აღნიშნა, ლიტვა ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„მივესალმებით საქართველოს აქტიურ ჩართულობას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში. მივესალმებით უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას. ეს გახლავთ მდგრადი ძალისხმევის შედეგი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

ლიტვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლიტვა საქართველოს ერთ-ერთ აქტიურ და სანდო პარტნიორად განიხილავს.

„მე საქართველოს განვიხილავ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სანდო პარტნიორად. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოსადმი ნატო-ს ოპერაციებში პრაქტიკული ჩართულობისთვის, მისიებში მონაწილეობისთვის, თქვენი სამხედრო მოსამსახურეების აქტიური მონაწილეობისთვის. თქვენი შემართება, დაიცვათ საერთაშორისო მშვიდობა, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს თქვენი ნატო-ს წევრობის პერსპექტივის თვალსაზირისით. ჩვენ ურყევად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისადმი. ჩვენ მუდამ ამ საკითხს ვაყენებთ საერთაშორისო ფორუმებზე და ვითხოვთ, რუსეთმა მთლიანად შეასრულოს 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია