დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი უმრავლესობას რამდენიმე დეპუტატის მიერ აღებული პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2014/ნოემბერი/27 17:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით შემუშავებული ერთ-ერთი კანონპროექტის თანაავტორი, ირაკლი სესიაშვილი უმცირესობას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებისკენ, უმრავლესობას კი "რამდენიმე დეპუტატის მიერ აღებული პასუხისმგებლობის" გაზიარებისკენ მოუწოდებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის თანაავტორი ვარ, მე თავს ვიკავებდი გამოსვლისგან, მაგრამ ძალიან ყურადღებით გისმენდით ყველას, ძირითადად, ორიენტირებული ვიყავი, რომ მომესმინა სერიოზული არგუმენტები შინაარსთან დაკავშირებით, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვერა და არ მოვუსმენ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი წინადადებები, მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით გამოგეხატათ ბოლო 9 წლის მანძილზე, მაგრამ კრუხებივით ისხედით მოსასმენ ინსტრუმენტებზე და დღეს თუ დეპუტატები გქვიათ, მათ შორის იმის დამსახურებაა, რომ ამ მოსმენებით მოსახლეობის ტერორს ახდენდით", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
იგი ასევე გამოეხმაურა სერგო რატიანის განცხადებას, რომ სახელისუფლო შტოებს შორის სწორი ბალანსი უნდა იყოს და მას შეახსენა, რომ "იმ ხელისუფლების "მოტრფიალე იყო, რომელიც ჩვეულებრივი პოლიტიკური მაფია იყო".
"ჯობია, იოცნებოთ აპოკალიფსებზე, იოცნებოთ იმაზე, რომ უმრავლესობა დაიშლება, რომ ჩვენს შორის განხეთქილება იქნება და იოცნებეთ კიდე იმაზე, რომ ხელისუფლებაში ოდესმე დაბრუნდებით", - მიმართა მან საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.
რაც შეეხება თავად უმრავლესობის შიგნით არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს კანონპროექტთან დაკავშირებით, სესიაშვილი ამას დემოკრატიის გამოვლენად მიიჩნევს.
"ჩემ კოლეგებს, პირველ რიგში უმრავლესობიდან, ვთხოვ, რომ აქ რაღაც ირონიული დამოკიდებულებები და განცხადებები არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ ეს შავი საქმე იყო გასაკეთებელი და ვიღაცამ აიღო პასუხისმგებლობა და თუ რამდენიმე დეპუტატმა ამაზე პასუხისმგებლობა აიღო, კეთილი ვინებოთ და ეს პასუხისმგებლობა გავიზიაროთ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ირონიული დამოკიდებულება, რომელსაც ადგილი ჰქონდა გარკვეული დეპუტატების მხრიდან", - განაცხადა სესიაშვილმა და კონსტრუქციული წინადადების მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია