დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილი თურქეთში არარეზიდენტ ელჩებს შეხვდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/10 10:30:08
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან (რეზიდენციით ანკარაში) შეხვედრა გამართა.
შეხვედრა თურქეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ოცამდე არარეზიდენტი ელჩი, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ლევენთ გუვრუქჩუ ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე.
მინისტრმა, ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ პროცესებზე და რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე.
თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს საერთაშორისო ფორუმებსა და ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და გამოთქვა ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია