დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – "WTIS 2014" დასრულდა
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 20:30:02
მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – "WTIS 2014" დასრულდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან აცნობეს, ღონისძიება დასკვნითი გამოსვლებით საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU)-ის ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს ხელმძღვანელმა ბრაჰიმა სანოუმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ დახურეს.
კომისიის ცნობით, მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის დასკვნით სესიაზე ITU-ის ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს ხელმძღვანელმა ბრაჰიმა სანოუმ საქართველო და ის სხვა ქვეყნები დააჯილდოვა, რომლებმაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდნენ. მსოფლიო 166 ქვეყანას შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსით საქართველოს რეიტინგი ხუთი საფეხურით გაუმჯობესდა და 83-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა.
კომისიის ცნობით, სამდღიან სიმპოზიუმს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ასამდე სახელმწიფოს სამასამდე დელეგატი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ ტელესაკომუნიკაციო დარგის სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები, ასევე დარგის ოპერატორები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია