დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/margvelashvili_47700.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454823-prezidenti-parlamentis-thavmjdomaris-shethavazebaze-opoziciuri-partiebis-tsarmomadgenlebs-khvdeba.html", "headline": "პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება", "datePublished": "2017-09-28 12:25:07", "dateModified": "2017-09-28 12:25:07", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით გიორგი მარგველ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/margvelashvili_47700.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

„ეს კონსტიტუცია მმართველმა გუნდმა, “ქართულმა ოცნებამ” თვითონ დაწერა, პარლამენტის საგანგებო სხდომა თვითონ მოიწვია, თავის თავთან კონსენსუსს თვითონ მიაღწია, თვითონ დაამტკიცა, საკუთარ თავს ოვაციები თვითონ მოუწყო და ახლა უნდა ამ პროცესის კრიტიკაც ანუ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიც თვითონ დაწეროს. სხვა არაფერი არ არის ეს, თუ არა ტოტალიტარიზმი. ამას ევროპული ღირებულებების და სტანდარტის სახელით გვეუბნებიან. ეს გვაფიქრებინებს, რომ მმართველ პარტიაში არა მარტო ცოდნის დეფიციტი, არამედ საღი აზრის ფუნდამენტური პრობლემაც არსებობს. კონსტიტუციას მრავალი პრობლემური საკითხი და ნაწილი აქვს. სახალხო განხილვებზე ერთი პროექტი განიხილეს და უმრავლესობამ სხვა პროექტი დაამტკიცა - 2020 წელში პროპორციული სისტემის შემოღება არ ხდება", - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა“ ნინო გოგუაძემ შეხვედრის დაწყების წინ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მას შეხვედრის საკუთარ ფორმატს - მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია