დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზუგდიდში შეხვედრებს მართავს
ავტორი:
2014/აპრილი/02 14:30:02
პრემიერ-მინისტრის სამეგრელოში ვიზიტის პარალელურად, ზუგდიდში შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო კობახიძე დღეს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივები გააცნო.
ნინო კობახიძემ პრეზენტაციისას ზუგდიდელ სტუდენტებს თითოეული ინიციატივის არსი დეტალურად განუმარტა.
პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივებმა, რომლებიც საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს, ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვია.
პრეზენტაციის დასასრულს, ნინო კობახიძემ სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა და მათთვის პრობლემატურ საკითხებში დახმარებას დაჰპირდა.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის განათლება პრიორიტეტულია და სფეროს განვითარების მიზნით ახალი პროექტებისა შემუშავებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ არის ჩართული.
სტუდენტებთან შეხვედრამდე სასწავლებლის რექტორმა თეონა ხუფენიამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს უნივერსიტეტი დაათვალიერებინა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რექტორის ინფორმაციით, უნივერსიტეტში 900-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომელთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც არიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია