დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადვოკატისა და უფლებადამცველების ორგანიზებით რუსთავში აქცია გაიმართა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/23 18:30:02
რუსთავში პოლიციის მე-2 განყოფილებასთან ადგილობრივი მოსახლეობის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძისა და უფლებადამცველების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რუსთავში პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობდნენ.
ადვოკატ ალექსანდრე კობიაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვალერი დემეტრაშვილი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გუშინ უკანონოდ დააკავეს, სასამართლომ კი ის დღეს მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლა.
"სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ქუჩაში მოქალაქის დაკავებას ცდილობდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ პირს გამოესარჩლა. ამის გამო ის დააკავეს და ბრალად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს. სასამართლომ ვალერი დემეტრაშვილი დარბაზიდან მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლა. მოსამართლემ პროკურატურას აღნიშნული ფაქტის შესწავლა დაავალა. ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან გახშირდა მსგავსი ქმედებები. პოლიცია ისევ ძველი მეთოდებით მოქმედებს. დროა, ეს ყველაფერი შეწყდეს", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
აქციაში მონაწილეობას თავად ვალერი დემეტრაშვილი და მისი ოჯახის წევრებიც იღებდნენ. ისინი რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას და შესაბამისი ორგანოებისგან მომხდარის გამოიძიებას ითხოვდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია