დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ხვალ და ზეგ" საკადრო ცვლილებები არ იგეგმება
ავტორი:
2014/მარტი/29 06:00:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მინისტრთა კაბინეტში გარკვეულ საკადრო ცვლილებებზე საუბარი იყოს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს "ხვალ და ზეგ" არ მოხდება.
"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს საუბრები დღემდე ძალიან ინტენსიური არ არის. გავიხსენოთ, ძველ დროში წელიწადში საშუალოდ 4-ჯერ აიწეოდა ხოლმე მთავრობაში საკადრო ცვლილების თემა. ჩვენს შემთხვევაში, პრაქტიკულად, მინისტრი არ შეცვლილა, ამიტომ ჩვენი მთავრობა უახლეს ისტორიაში და შეიძლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიც კი, არის ამ თვალსაზრისით ყველაზე სტაბილური მთავრობა. მეორეს მხრივ, სტაბილურობა კარგია, მაგრამ არ არის გამორიცხული გარკვეულ ცვლილებებზეც იყოს საუბარი, თუმცა შეგიძლიათ მენდოთ, რომ არანაირი კონკრეტული ცვლილება, რომ "ზეგ ეს შეიცვლება ამით", ასეთი რამ დაგეგმილი არ არის", - განაცხადა უსუფაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში".
მისივე განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილება ესაა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. "პრემიერს აქვს უფლება, პარლამენტთან შეუთანხმებლად განახორციელოს რამდენიმე ცვლილება, თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული მინისტრების საქმიანობაზე", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია