დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვების პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება
ავტორი:
2014/ივნისი/01 13:30:02
ძალიან მალე გადაიჭრება დაფინანსების პრობლემა იმ ბავშვისთვის, რომლებიც უმძიმესი სენით არიან დაავადებულები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბავშვებისადმი მილოცვაშია ნათქვამი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს და პატარებს დღევანდელ დღეს ულოცავს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 1-ელ ივნისს ცივილიზებული მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ბავშვები სიცოცხლის გაგრძელებაა, ქვეყნის მომავალია. მათი გაფრთხილება, უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა მომავალზე ზრუნვაა.
"ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, ზნეობრივი ღირებულებებით მათ აღზრდას.
დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენი მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომელშიც ჩართული იქნება ყველა და ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სოლიდარულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი შედეგების მიღწევა შეუძლია.
ძალიან მალე გადაიჭრება დაფინანსების პრობლემა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უმძიმესი სენით არიან დაავადებულები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გვყავდეს ჯანმრთელი, დაცული, განათლებული და ბედნიერი მომავალი თაობა.
ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს, განსაკუთრებით კი, ვულოცავ ბავშვებს, ვუსურვებ მათ ბედნიერ და ნათელ მომავალს", - აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია