დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილი - საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების არაფრისმომცემი შეხვედრის პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 13:00:02
მე იმთავითვე პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების არაფრისმომცემი შეხვედრის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის მიერ გამოთქმული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ მთავრობამ არ მოინდომა.
"მე, პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი იმთავითვე არაფრისმომცემი შეხვედრის. პირიქით, უფრო მეტსაც გეტყვით, ზიანის მომტანი შეხვედრის საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. ამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული გარღვევის ან შედეგის მოტანა არ შეეძლო და შესაბამისად, პირიქით იქნებოდა არასწორად აღქმული. ასე, რომ გააზრებულად, მე ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა არ შედგა, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.
როგორც ვანო მაჭავარიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის.
"ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია