დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია სატელეფონო საუბრები, რომელიც პრემიერსა და ევროპის, აშშ-ის ლიდერებთან იმართება
ავტორი:
2014/აგვისტო/25 13:30:02
ძალიან მნიშვნელოვანია სატელეფონო საუბრები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპისა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლიდერებს შორის იმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა.
"თუნდაც ის ფაქტი, რომ აშშ-ის ვიცე-პრემიერთან, ჯოზეფ ბაიდენთან საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რაც უჩვეულოა მსგავსი სახის ფორმატისთვის, მიანიშნებს იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის საქართველოს მხარდაჭერა და ასევე ჩვენთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით მოახლოებული ნატო-ს სამიტის ფონზე. ამ საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ მისწრაფებებისადმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისადმი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც მან აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან კვლავაც გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორობის კურსს.
გარდა ამისა, ზალკალიანმა ხაზი გაუსვა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან ირაკლი ღარიბაშვილის საუბარს და განაცხადა, რომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია.
"ბუნებრივია, ეს ქვეყნები არიან წამყვანი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად და მათ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ მნიშვნელოვან ფორუმებზე, როგორიც არის მოახლოებული ნატო-ს სამიტი. გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას მინდა განსაკუთრებით მივაქციო ყურადღება. ბოლო პერიოდში განხორციელდა პრემიერის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გერმანიაში, თუნდაც ეს სატელეფონო საუბარი. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად არ გვქონია იმის ფუფუნება, რომ გერმანიასთან გვქონოდა ასეთი ინტენსიური ურთიერთობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია