დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - ინფორმაცია, თითქოს მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, ძალიან შორს არის სიმართლისგან
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 12:30:03
ინფორმაცია, თითქოს მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, ძალიან შორს არის სიმართლისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ,ვიცე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კვირიკაშვილი გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის,  ვანო მაჭავარიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მზადდებოდა.
"ასეთ განცხადებაზე კომენტარს ვერც გავაკეთებ, რადგან  სიმართლისგან ძალიან შორს არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, დღევანდელი ფონის გათვალისწინებით, უნდა შედგეს თუ არა ასეთი ტიპის შეხვედრა, კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კითხვით პრემიერ-მინისტრს უნდა მივმართოთ.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.
როგორც ვანო მაჭავარიანმა  გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში აღნიშნა, პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის.
"ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მაშინ შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან მთავრობამ  მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა არ მოინდონა  და ის ჩაიშალა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია