დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგეენკომ საკუთარი ჰალსტუხით ავარიაში დაშავებულს სისხლდენა შეუჩერა
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 16:54:02
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკუთარი ჰალსტუხი ავარიაში მოყოლილისთვის ფეხის შესახვევად გამოიყენა. ინფორმაციას შემთხვევის შესახებ გაზეთი "კვირის პალიტრა" ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული ავიაშოუს სანახავად მიდიოდა, როდესაც მოსკოვის გამზირზე, "ლიბერთი ბანკის" ოფისთან, ქვეითად მოსიარულე მთვრალ დენის ახმედოვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საცობმა მინისტრის ავტომობილიც შეაფერხა. სერგეენკომ შეჩერების მიზეზი გაიგო თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა. "შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან სამ წუთში მივედით. დაზარალებულს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ჩვენს მისვლამდე ვიღაცას სისხლდენა შეეჩერებინა. ჰალსტუხი ჰქონდა გადაჭერილი ფეხზე. მამაკაცმა პაციენტი ჩაგვაბარა და ჩვენც ჩვენს საქმეს შევუდექით, რომ უცებ პატრული გვეუბნება, იცით, ახლა ვის ელაპარაკეთ, ამ კაცს ვინ უპატრონაო? მხრები ავიჩეჩეთ. უკან რომ მივიხედეთ, ის უკვე ავტომობილში ჯდებოდა. გაოცებისგან დავიბენით - პაციენტი მინისტრმა ჩაგვაბარა, ჩვენ კი არც დავკვირვებივართ, ვინ გველაპარაკებოდა. შემთხვევის ადგილზე მხოლოდ დაზარალებულს ხედავ, სხვა რამეს ყურადღებას აღარ აქცევ. როდესაც მინისტრმა აგვიხსნა, რაც გააკეთა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენი კოლეგა იყო, რომელიც შემთხვევას შეესწრო. რას წარმოვიდგენდით, რომ მაშველი ჯანდაცვის მინისტრი აღმოჩნდებოდა", - თქვა გაზეთთან საუბრისას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის უფროსმა ექიმმა სვეტლანა ყორღანაშვილმა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მზია ჯოხიძე აცხადებს, რომ მინისტრის ჰალსტუხი ჩარჩოში მოათავსეს. გამოყენებულია "კვირის პალიტრის" ფოტო.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1207
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია