დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის აბაშიძე-კარასინის ფორმატზე გამოთქმული კრიტიკული შეფასებები გაუგებარია
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 18:30:02
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის გაუგებარია აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული შეფასებები.
როგორც ზურაბ აბაშიძემ დღეს კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრის ფორმატი ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვას გულისხმობს.
აბაშიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ აღნიშნული ფორმატის მიზანი არ არის პოლიტიკური საკითხების განხილვა.
"ეს ფორმატი შეიქმნა 2012 წლის ბოლოდ დეკემბერში, ეს არის კომუნიკაციის არხი. ეს არ არის მოლაპარაკება. ეს არ არის ოფიციალური კონსულტაციები. ეს არის საშუალება იმისა, რათა დროდადრო შევხვდეთ რუსეთის მხარის წარმომადგენლებს და განვიხილოთ პრაქტიკული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ სფეროებთან როგორიც არის სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული ურთიერთობები. უფრო რთული თემების განხილვა, აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით ხდება ჟენევის კონსულტაციებზე, რომლის ბოლო შეხვედრაც ცოტა ხნის წინ გაიმართა", - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რამდენად საჭირო იყო ეს შეხვედრა, აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთთან კომუნიკაცია აქვს ყველა ქვეყანას.
"თვით უკრაინასაც კი, რომელსაც ასეთი ურთულესი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვეტია. ფორმატთან დაკავშირებით ეჭვი და ასეთი კითხვები გაუგებარია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
ზურაბ აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე მას საუბარი ჰქონდა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით გამონაკლისის სახით.
"ჩვენ, გამონაკლისის სახით, ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივით განვიხილეთ ეს საკითხი და ჩვენი საუბრის დიდი დრო დაეთმო ამ ე.წ. ახალი ხელშეკრულების პროექტს. ეს შეხვედრა ყველაზე რთული იყო, ყველა სხვა შეხვედრასთან შედარებით, ეს უკვე მერვე შეხვედრა იყო", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე რუს კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა დიდ საფრთხეს ხედავს საქართველოს ხელისუფლება ამ დოკუმენტში.
"იყო მწვავე დისკუსია, მაგრამ საბოლოოდ დავრჩით განსხვავებულ პოზიციებზე", - აღნიშნა აბაშიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია