დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, გაფართოებულ თათბირზე ევროინტეგრაციის თემებთან დაკავშირებით იქნება საუბარი
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 13:00:01
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებულ თათბირზე ევროინტეგრაციის თემებთან დაკავშირებით იქნება საუბარი.
როგორც ვიქტორ დოლიძემ გაფართოებული თათბირის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი ყველაზე მნიშვნელოვან თემად ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესთან ერთად საქართველოზე რეზოლუციის საკითხის მიბმას მიიჩნევს. მისივე ინფორმაციით, ე.წ. თანამომხსენებლების მიერ გამოქვეყნებული ვარიანტი ჯერჯერობით აბსოლუტურად კარგი, სამართლიანი და დადებითია.
ვიქტორ დოლიძემ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ. მითუმეტეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა ვიყოთ ადეკვატურები, მაგრამ მათგანაც ადეკვატურობას მოვითხოვთ. ის რეზოლუცია, რომელიც გააკეთა ევროსაბჭომ, მითუმეტეს, ამ ხმების მოცემულობით, არის არაადეკვატური, ახლავე გეუბნებით", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია