დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კანდელაკი - არც ერთი ის მინისტრი არ არის გათავისუფლებული, რომელიც ქვეყნის უკუსვლაზეა პასუხისმგებელი
ავტორი:
2014/ივლისი/22 21:00:02
საპარლამენტო უმცირესობა მინისტრთა ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა და ბიუჯეტიც გაღვევულია, ათავისუფლებენ იმ მინისტრებს, რომლებიც ამ პრობლემასთან არაფერ შუაში არიან.
"მოქალაქეები კარგად ხედავენ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემები, უმუშევრობის, გაჭირვებისა და სიღარიბის ზრდაა. ასევე პრობლემაა ბიუჯეტის გარღვევა და კრიმინალის მატება საქართველოში. არც ერთი ის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ამ უკუსვლაზე, არ არის გათავისუფლებული და ისინი ინარჩუნებენ თანამდებობებს. ასე რომ, მთავრობის ეს ცვლილება არის მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის და არც ერთ შემთხვევაში არ იმსახურებს მხარდაჭერას", -აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია