დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლმენტო დელეგაციამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
ავტორი:
2017/სექტემბერი/15 22:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452555-saparlmento-delegaciam-ashsh-s-sakhelmtsifo-departamentshi-shekhvedra-gamartha.html", "headline": " საპარლმენტო დელეგაციამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა", "datePublished": "2017-09-15 18:08:17", "dateModified": "2017-09-15 18:08:17", "description": "ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/019fa471e9a21de68940d9ed61083bdb.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის განყოფილების, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს, სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავთა საკითხთა ბიუროს, სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს დესკის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს დესკი წარმომადგენლებთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესზე, ქვეყნის ოკუპირებული ტეროტორიებისა და ტერიტორიულ მთლიანობის საკითხებზე.

დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და პარლამენტში ინიცირებული ის კანონპროექტები გააცნეს, რომელთა მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია