დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ კორძაია - საქართველოში არ არის ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/17 23:30:02
საქართველოში არ არის ქალი, რომელიც არ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს.
"ნუ ვცხოვრობთ ილუზიებში, საქართველოში არ არის ქალი, რომელიც არ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. თუ რომელიმეს გაუმართლა და მის მიმართ ძალადობას (არანაირს, არც ფსიქოლოგიურს, არც ეკონომიკურს), დავუშვათ ასეთი სასწაული, ადგილი არ ჰქონია ოჯახში, ის ასეთი ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა სკოლაში, ქუჩაში და ასე შემდეგ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს მივაგებთ ძალადობას, ეს მოვლენა კულტივირებული გვაქვს. ჯერ ვაღიაროთ ეს საკუთარ თავთან და მერე, ალბათ, დავინახავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს", - წერს თამარ კორძაია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია