დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა - კალაძემ უნდა იცოდეს, რომ თუ ნარმანია „სითი პარკს“ გადაჰყვა, ის თბილისის გენგეგმას გადაჰყვება
ავტორი:
2018/მარტი/27 23:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kukava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485390-kakha-kukava-kaladzem-unda-icodes-rom-thu-narmania-sithi-parks-gadahyva-is-thbilisis-gengegmas-gadahyveba.html", "headline": "კახა კუკავა - კალაძემ უნდა იცოდეს, რომ თუ ნარმანია „სითი პარკს“ გადაჰყვა, ის თბილისის გენგეგმას გადა...", "datePublished": "2018-03-27 19:11:42", "dateModified": "2018-03-27 19:11:42", "description": "კალაძემ უნდა იცოდეს, რომ თუ ნარმანია „სითი პარკს“ გადაჰყვა, ის თბილისის გენგეგმას გადაჰყვება, - ამის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kukava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კალაძემ უნდა იცოდეს, რომ თუ ნარმანია „სითი პარკს“ გადაჰყვა, ის თბილისის გენგეგმას გადაჰყვება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბალანსი უნდა იყოს დაცული, რათა ანგარიში გაეწიოს ბიზნესს, თუმცა არ უნდა მოხდეს ქალაქის ინტერესების უგულვებელყოფა. კუკავას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და მიიღოს გენგეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს, ბიზნეს ინტერესებსა და დედაქალაქის სწორად განვითარებას შორის.

“კალაძემ უნდა იცოდეს, რომ თუ ნარმანია „სითი პარკს“ გადაჰყვა, ის ქალაქის გენგეგმას გადაჰყვება. კალაძემ უნდა გააკეთოს არჩევანი - თუ რა ურჩევნია, იშოვოს 300 მილიონი დეველოპერულ კომპანიებთან ერთად, თუ აგოს პასუხი, როგორც ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მათი უფლებამოსილების ამოწურვისთანავე.

თუ ჩვენ ბიზნესს ვუწევთ აგარიშს, ბიზნესმაც უნდა გაუწიოს ქალქს ანგარიში და ის, რაც ხდება იგივე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია