დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება
ავტორი:
2018/მარტი/10 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvili_9ed43.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482302-belgiashi-luvenis-universitetshi-qarthuli-enis-istoriisa-da-thanamedrove-mecnierebis-shestsavlis-kathedra-gaikhsneba.html", "headline": "ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა...", "datePublished": "2018-03-10 06:13:31", "dateModified": "2018-03-10 06:13:31", "description": "საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvili_9ed43.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ.

გიორგი მარგველაშვილისა და უნივერსიტეტის ვიცერექტორის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.

პრეზიდენტმა ბრუსელში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ერვროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაა, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია