დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ვიდრე პარლამენტში ეს ხალხია, მათთან მექნება ურთიერთობა, გინდა კოჰაბიტაცია დაარქვით, გინდ ინსტიტუტის მშენებლობა
ავტორი:
2013/დეკემბერი/30 17:00:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისთვის "კოჰაბიტაციის დასასრული კანონის უზენაესობის ზეიმის დაწყებას" ნიშნავს.
როგორც უსუფაშვილი აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში იმგვარად ვერ იმოქმედებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ მოსწონს და ვინ - არა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე უსუფაშვილს კიდევ ერთხელ მოუხდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაზე განმარტებების გაკეთება და იმის ახსნა, უნდა გაგრძელდეს თუ არა პროცესი 2014 წელს.
"პარლამენტის წევრის მანდატი 150 ადამიანს უდევს ჯიბეში. ამ 150 ადამიანიდან ერთი მიყვარს, ცხრა-ათი 20 წელია, ჩემი თანამებრძოლია და მათთან ერთად კიდევ 25 წელი ვაპირებ პოლიტიკურ ცხოვრებას. მერე არის 50-60 დეპუტატი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, მათთან ერთად გავლილი მაქვს პერიპეტიები და მზად ვარ, ასე ვიცხოვრო. არის კიდევ 20 წევრი, რომელიც ახლა გავიცანი "ქართულ ოცნებაში", ძალიან პატივსაცემი და კარგი ხალხია და ვმეგობრობთ, მერე არის 17 წევრი, რომლთა დანახვას მირჩევია თქვეთან ერთად ვიჯდე და კითხვებს შუა ღამემდე ვუპასუხო, არის კიდევ 12-13 ადამიანი, ვისზეც სხვა რამე შემიძლია ვთქვა და ასე შემდეგ. მე იმის მიხედვით ვერ დავიწყებ მოქმედებას, ვინ მიყვარს და ვინ - არა, ვინ მომწონს და ვინ - არა, ვის დაველაპარაკები და ვის არ დაველაპარაკები. სანამ პარლამენტში ეს ხალხია მათთან მექნება ურთიერთობა, გინდა კოჰაბიტაცია დაარქვით და გინდ ინსტიტუტის მშენებლობა. ეს ერთადერთი სწორი ამბავია" - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია