დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი საპარლამენტო უმცირესობას - ძალიან გთხოვთ, ფარშევანგის ხმებით ნუ ყვირიხართ მაქედან
ავტორი:
2014/ოქტომბერი/15 18:30:02
შენ, ზურა, რაღაც ძველბიჭობ ხომ იცი ბოლო დროს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი... – ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ უმცირესობის წევრს ზურაბ ჯაფარიძეს და ზოგადად, უმცირესობას მიმართა.
კამათი მათ შორის ამჯერად "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მოჰყვა, რომლის გათვალისწინებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვის ვადები ხუთ-ხუთი წლის მცირდება. უმცირესობა აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "რაც ამნისტიით ვერ გაბედეს, აღნიშნული კანონპროექტით ბედავენ".
თავის მხრივ გია ვოლსკიმ, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, ოპონენტებს იმით უპასუხა, რომ ქვეყანაში ერთადერთი დესტაბილიზაციის შემომტანი არის საზოგადოების დეზინფორმირება, დაზაფვრა, ბნელი სურათის დახატვა, რითაც მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი არიან დაკავებული. ვოლსკიმ ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის დაძაბვის გზით, ხელისუფლების არჩევნების გარეშე შეცვლაზე ღიად საუბრობს.
მის ამ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა ადგილიდან, რაც შეკამათებაში გადაიზარდა.
"ძალიან გთხოვთ ფარშევანგის ხმებით ნუ ყვირიხართ მაქედან. ცოტა წყნარად დაილაპარაკეთ... კარგით, გაჩერდით, შეურაცხმყოფელი სიტყვების კასკადი დაატრიალეთ და ეს არ შეიძლება ისმოდეს პარლამენტის ტრიბუნიდან. მე მინდა პარტიის ლიდერად აგირჩიონ ბატონო ზურა (ჯაფარიძე) და ცოტა სერიოზულობა გმართებთ, რა ხელებს იქნევთ. პატივს ვცემ იმას, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ საპირისპირო აზრი მაქვს და მაქედან კივილი საჭირო არ არის იმისთვის, რომ მე გამაგონოთ, ჩუმადაც მესმის... შენ, ზურა რაღაც ძველბიჭობ ხომ იცი ბოლო დროს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი...", - ასე დაასრულა გამოსვლა გია ვოლსკიმ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია