დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
Le Figaro მიხეილ სააკაშვილს "პროფესიონალ რევოლუციონერს" უწოდებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/28 12:00:08
"პროფესიონალი რევოლუციონერი", - ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Le Figaro იზაბელ ლასერის სტატიას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავის ქვეყანაში ლიბერალური რეფორმები გაატარა და წინააღმდეგობა გაუწია კრემლის ზეწოლას, რამდენადაც შესაძლებელი იყო. ავტორის თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში იზრდება, რომელთაც რუსეთთან შეერთებისკენ მოუწოდებენ.
"სააკაშვილი როკ-ვარსკვლავივით მივიდა მაიდანზე, სადაც პროევროპული ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამოდის. უკრაინელი ხალხის წინ სიტყვით გამოსვლისას მან ევროპელი დეპუტატებიც კი დაჩრდილა", - წერს იზაბელ ლასერი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთმა აქტივისტმა ისიც კი შესთავაზა, რომ მონაწილეობა მიეღო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში.
"მიშა იმიტომ დამარცხდა პუტინის წინააღმდეგ, რომ საქართველო ძალიან პატარა საერთაშორისო მოთამაშეა, მაგრამ ქუჩებში, ღია ცის ქვეშ ის ყოველთვის იმარჯვებს. ის მასების ადამიანია", - ციტირებს ავტორი სააკაშვილის ერთ-ერთი ახლობლის კომენტარს.
ამასთან, იზაბელ ლასერი წერს, რომ დასავლელების ყოფილი საყვარელი ლიდერი, ჰილარი კლინტონის მეგობარი, რომელსაც ზოგიერთები საყვედურობენ განდიდების მანიით შეპრყობისა და ავტორიტარულობისთვის, მხოლოდ კიევის დამოუკიდებლობის მოედნით არ შემოიფარგლა და კიევიდან მოლდოვაში გაემგზავრა – ქვეყანაში, რომელიც საქართველოს დარად, ეწინააღმდეგება მოსკოვის ზეწოლას.
"მიხეილ სააკაშვილისთვის მაიდნის აჯანყება საკმაოდ დრულია. საკუთარი დემოკრატიულობისთვის რეგიონალური სტატუსის მიცემის შანსი მან არჩევნებში მარცხის აღიარებით მიიღო, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა რეგიონში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილ საბჭოთა სივრცეში გავრცელებულმა ფერადი რევოლუციების ტალღამ რეგრესი განიცადა. ევროპული ფასეულობების მომხრეებს ლიდერების, პოლიტიკური მხარდაჭერის, ფულისა და ძალის ნაკლებობა აქვთ.
ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ისე აღარ აინტერესებს მსოფლიოს ეს ნაწილი და მიტოვებულმა სააკაშვილმა ნიუ-იორკში გაფრენა გადაწყვიტა, ნაცვლად თბილისში ციხეში გამომწყვდევის რისკისა, როგორც ეს კიევში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში მოხვდა. მაგრამ სააკაშვილი ძალიან ახალგაზრდაა პენსიაზე გასასვლელად", - წერს იზაბელ ლასერი.
ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღიარებს ორი საპრეზიდენტო ვადის დროს დაშვებულ შეცდომებს.
იზაბელ ლასერი ასევე წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ 36 წლის იყო, როცა პატარა კავკასიური რესპუბლიკის სადავეები აიღო ხელში, დარწმუნებულია, რომ "მენტალური რევოლუციის" წყალობთ და ქვეყნის მოდერნიზებით საქართველო მსოფლიოს რუკაზე დააბრუნა.
"სამი კვირის წინ, როცა უკრაინამ უარი თქვა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, სააკაშვილის იდეები პუტინის გამარჯვებამ დაასამარა. დღეს, ისინი, ვინც მას უდარდელ რომანტიკოსად მიიჩნევდნენ, აცნობიერებენ, რომ ის მართალი იყო", - ციტირებს ავტორი მიხეილ სააკაშვილის ახლობის სიტყვებს.
იზაბელ ლასერი ასევე ციტირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ მაიდნის ევროპული იდეალების გამარჯვებას დიდი შედეგები ექნება რეგიონისთვის და შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში ვლადიმერ პუტინის დასასრულადაც აღმოჩნდეს.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ჰორიზონტისთვის. ისტორიაში ჩაიწერება, რომ რუსეთის იმპერია ევრომაიდანზე დაემხო", - ციტირებს ავტორი ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს.
ამასთან, ავტორი წერს, რომ 2013 წელს ვლადიმერ პუტინმა და სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე დაამტკიცეს, განსაკუთრებით სირიისა და ირანის საკითხებთან მიმართებაში, თუ რამდენად ეფექტური და შეხმატკბილებულია მათი დუეტი, როცა დასავლეთი სისუსტეს იყენებს.
"კიევში პროტესტის დაწყებიდან კი თავისუფალი მსოფლიო ლიდერები თავშეკავებულები რჩებიან, ძალიან თავშეკავებულები", - წერს იზაბელ ლასერი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია