დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სერ ოლივერ უორდროპის ხსოვნას პატივი მიაგო
ავტორი:
2014/ოქტომბერი/13 19:00:02
10 ოქტომბერს ბრიტანელ დიპლომატს, 1919-1920 წლებში სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის მთავარ კომისარს, სერ ოლივერ უორდროპს დაბადებიდან 150 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ გაჩეჩილაძემ და საელჩოს წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს სერ უორდროპის საფლავი ქ. სევენოუკსში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უორდროპის ფონდის თავმჯდომარე დონალდ რეიფილდ, ფონდის წევრები, ბრიტანულ - ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და დიპლომატების შთამომავლები.
ბრიტანელი დიპლომატის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა სერ ოლივერ უორდროპის დამსახურებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში. მოკლე ისტორიული მიმოხილვა ასევე გააკეთა უორდროპის ფონდის თავმჯდომარემ, პროფესორმა დონალდ რეიფილდმა და ისაუბრა უორდროპის პერიოდის საქართველოზე და იმ გარემოებებზე, რამაც სერ ოლივერ უორდროპის მიმართ ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული განაპირობა.
ბრიტანელი დიპლომატი ჯონ ოლივერ უორდროპი მე-19 საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ქართველოლოგი იყო. მან საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაწერა წიგნი "საქართველოს სამეფო" ("თჰე Kინგდომ ოფ Gეორგია") უორდროპმა საკუთარ დასთან ერთად საქართველოში არაეთხელ იმოგზაურა და მის ნაშრომებს შორისაა ასევე სულხან საბა ორბელიანის სიბრძნე სიცრუისას თარგმანი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მის სახელსვე უკავშირდება ინგლისში საქართველოს კომიტეტის დაარსება 1930 წელს, რომელიც ჟურნალ "გეორგიკას" გამოსცემდა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია