დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აბდულა გიული – რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებას ვისურვებდით მშვიდობიანი გზით
ავტორი:
2014/იანვარი/20 16:00:03
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სტაბილურობას, აქედან გამომდინარე, რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებას ვისურვებდით მშვიდობიანი გზით , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. აბდულა გიულიმ ორი ქვეყნის განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
"ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ის, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა პირადობის მოწმობებითაც შესაძლებელია. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ექსპლუატაციას ბათუმის აეროპორტს. ასევე ვმუშაობთ ერთი ფანჯრის პრინციპზე, რომელიც იმედია მალე ამოქმედდება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სტაბილურობას, აქედან გამომდინარე, რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებას ვისურვებდით მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, ნატო-სა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზნით", - განაცხადა აბდულა გიულიმ.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დღეს დაიწყო. აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა გვირგვინით შეამკო ათათურქის მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 21 იანვარს ტაო-კლარჯეთში სტუმრობით დასრულდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია