დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ჯალაღანიას შეფასებით, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/13 16:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეფასებით, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და კითხვებს ბადებს.
ამის შესახებ ჯალაღანიამ ჟურნალისტებს ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
"ეს არის რუსეთის შიდა საქმე. სავარაუდოდ, რუსეთის განვითარების შიდა გეგმაში არის გათვალისწინებული აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობა, თუმცა ნამდვილად ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, კითხვებს ბადებს", - განაცხადა ჯალაღანიამ.
თუმცა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ოქტომბრიდან რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი ბონდარევმა გაახმაურა. მისი თქმით, ავარო-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება, გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იგეგმება და ეს იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია