დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
ავტორი:
2017/ნოემბერი/20 19:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/premieriserbeti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464019-saqarthveloshi-serbethis-biznesdelegaciis-viziti-da-ori-qveynis-erthoblivi-biznesforumi-igegmeba.html", "headline": "საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება ", "datePublished": "2017-11-20 15:23:55", "dateModified": "2017-11-20 15:23:55", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/premieriserbeti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში 2018 წელს სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზება იგეგმება.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს დღეს ხელმოწერილი შეთანხმებები ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის დელეგაციის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა სერბეთის დელეგაციას საქართველოს მთავრობოს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო. სერბეთის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია.

ყურადღება დაეთმო ასევე კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.

შეხვედრას სერბეთის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ბრანკო რუჟიჩი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.










წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია