დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში "ქართული ოცნება" 67,6%-ით იქნება წარმოდგენილი
ავტორი:
2014/ივნისი/18 09:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯამურად, მაჟორიტარული და პროპორციული არჩვენების შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში "ქართული ოცნება" წარმოდგენილი იქნება 67,6%-ით, დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები - 20%-ით, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობა" - 13%-ით.
"მე გადავწყვიტე, როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, მე თვითონ, პირადად ჩავაბარო ანგარიში ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას. მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შედეგები და გავაკეთო რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა. სამწუხაროდ ამ დღეების განმავლობაში ვხედავ, რომ აბსოლუტურად დამახინჯებულად მიმდინარეობს საინფორმაციო პროპაგანდა, მიზანმიმართულად, სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება აქცენტის გაკეთება. ამიტომ მიმაჩნია, ჩვენი ვალია, რომ მოსახლეობას სიმართლე ვუთხრათ. ჯამურად, მაჟორიტარული და პროპორციული არჩვენების შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში "ქართული ოცნება" წარმოდგენილი იქნება 67,6%-ით, დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები - 20%-ით, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობა" - 13%-ით. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ასეთ მრავალპარტიულ საკრებულოებს და თვითმმართველობის ორგანოებს. მოხარულები ვართ, რომ თითქმის ყველა რიაონში პარტიათა და საინიციატოვო ჯგუფების კანდიდატები იკავებენ მეორე ადგილს და მათ მოსდევს "ნაციონლაური მოძრაობა". საერთო ჯამში, სხვადასხვა საკრებულოში 6 ოპოზიციური ძალა იქნება წარმოდგენილი, რაც არის ნამდვილად ქართული დემოკრატიის გამარჯვება. მაჟორიტარების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ აბსოლუტური უპირატესობა აქვს "ქართულ ოცნებას". მაჟორიტარების არჩევნებში, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ხალხის ნდობა-უნდობლობის საკითხი, "ქართულ ოცნებას" სრული მხარდაჭერა აქვს საზოგადოებისგან", - აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია