დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რიჩარდ ნორლადნი - ვიმედოვნებ საარჩევნოდ ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი ველი იქნება შექმნილი
ავტორი:
2014/მაისი/05 20:30:02
იმედი გვაქვს, ამჟამინდელი არჩევნებიც საკმაოდ მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის და იქნება შექმნილი თანაბარი ველი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში სტუმრობისას განაცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მისი თქმით, ზუგდიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბარომეტრი მთელი საქართველოსთვის. ელჩის განცხადებით, იგი სხვა დიპლომატიური თანამეგობრობის წარმომადგენლებთან ერთად აკვირდება მიმდინარე პროცესს და ივნისის თვეში გასამართ არჩევნებს.
"მოხარული ვარ, რომ კვლავ მომეცა შესაძლებლობა ვესტუმრო ზუგდიდს და ვისიამოვნო მისი მასპინძლობით. ეს ქალაქი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბარომეტრი მთელი საქართველოსთვის. სხვა დიპლომატიური თანამეგობრობის წარმომადგენლებთან ერთად ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში გაიმართება ივნისის თვეში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება საქართველოსთვის. ოქტომბერში ვიმყოფებოდი აქ და ვაკვირდებოდით საარჩევნო სიტუაციას, რომელიც მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, ამჟამინდელი არჩევნებიც საკმაოდ მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის და იქნება შექმნილი თანაბარი ველი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია