დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კრის ბოტი ,,არტპალასის" პრეზენტაციას გახსნის
ავტორი:
2014/ოქტომბერი/11 11:30:02
თბილისში ხვალ, სახელოვნებო ინდუსტრია ,,არტპალასის" ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც კრის ბოტი გახსნის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ,,არტპალასიდან" აცნობეს, კომპანიაში გაერთიანებულია 7 მიმართულება: სარეკლამო სააგენტო, ივენთჯგუფი, ხმის ჩამწერი სტუდია, ფროდაქშენი, ტურისტული სააგენტო, სახელოვნებო კოლეჯი, არტკაფე.
"ამ ცენტრისთვის სპეციალურად აიგო უახლესი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით აღჭურვილი ათსართულიან შენობა. საქართველოში ეს პირველი ცდაა, შეიქმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო მომსახურების ცენტრი", - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, კომპანია ,,არტპალასის" გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა მსოფლიო ვარსკვლავი, ,,გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი. იგი კომპანიის პრეზიდენტ გია ანდღულაძესთან, პაატა ბურჭულაძესა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად საზეიმოდ გახსნის ,,არტპალასის" შენობას.
"არტპალასის" მიზანია საქართველოს კულტურული ცხოვრების ახლებური განვითარება, შემოქმედებით თაობათა ურთიერთკავშირი, ხელოვნებისა და ბიზნესის ინტერესთა ჰარმონიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის მოპოვება, რაც გულისხმობს: საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, მსოფლიოში აღიარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო სისტემის დანერგვას, ასევე - განათების მხატვართა, ხმის რეჟისორთა, წამყვანთა და სხვა კვალიფიციური კადრების მომზადებას. ქვეყნის საუკეთესო შემოქმედებითი ძალების კონცენტრირებას, ახალგაზრდა თაობისათვის შემოქმედებითი ცენტრის შექმნას", - აცხადებენ კომპანიაში.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია