დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია გამართა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/09 23:30:02
კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენგურის ხიდზე ღონისძიება გამართა, სახელწოდებით "ქართულ-აფხაზური სამეგობრო".
აქციაში მონაწილეობა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებმა მიიღეს. ეროვნული სამოსით ახალგაზრდება აფხაზურენოვანი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
რუხის ციხიდან ახალგაზრდებმა მშვიდობიანი მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით მოაწყვეს. ახალგაზრდების განცხადებით, მათი მიზანია, ახალმა თაობამ აფხაზ და ოს თანატოლებთან საერთო ენა გამონახოს.
საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან "ქართული ოცნების" ახალგაზრდებმა სიმბოლურად ცაში ფრანები გაუშვეს, წარწერით - "ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი".





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1330
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია