დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბექა ოდიშარია - ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების ხარისხიანად აღდგენა ყველაზე ფასდაუდებელი საქმეა, რომელიც ქალაქის მერმა შეიძლება გასწიოს
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/odishariabeqa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468048-beqa-odisharia-orbelianis-moednis-da-mimdebare-quchebis-khariskhianad-aghdgena-yvelaze-fasdaudebeli-saqmea-romelic-qalaqis-merma-sheidzleba-gastsios.html", "headline": "ბექა ოდიშარია - ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების ხარისხიანად აღდგენა ყველაზე ფასდაუდებელი საქ...", "datePublished": "2017-12-11 15:10:28", "dateModified": "2017-12-11 15:10:28", "description": "ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების ხარისხიანად აღდგენა ყველაზე ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანი სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/odishariabeqa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების ხარისხიანად აღდგენა ყველაზე ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც ქალაქის მერმა შეიძლება გასწიოს, - ამის შესახებ ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოების დაწყება მისასალმებელია.

”ძველი თბილისი ეს არის ადგილი სადაც განხორციელებული თითოეული თეთრი მყისიერად აისახება მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ახლო წარსულმა გვაჩვენა, რომ ასეთი სამუშაობის განხორციელებამ ძველ თბილისში მილიონობით ვიზიტორის შემოსვლას დაუდო საფუძველი. ამ ადგილის, ისევე როგორც გუდიაშვილის მოედნის და მერის წინასაარჩევნო კამპანიისას დაანონსებული სხვა ისტორიული ქუჩების ხარისხიანად აღდგენა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი საქმე, რომელიც შეიძლება ქალაქის თავმა გასწიოს. ეს არის გზავნილი მომავალში, რომლითაც კულტურულ და მატერიალურ ბენეფიტებს მიიღებენ ჩვენი მომდევნო თაობები. წარმატებებს ვუსურვებ ამ გზაზე მდგომ კახა კალაძეს. მჯერა, თბილისი იქნება ძველისა და ახლის გემოვნებით შერწყმის წარმატებული მაგალითი მთელს რეგიონში”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია ხვალიდან იწყება. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს პროექტ „ახალი ტფილისის“ პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას და ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტი 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია