დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს შეხვდება
ავტორი:
2014/თებერვალი/26 15:30:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შიდა ქართლს ეწვევა. უფრო კონკრეტულად, მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს შეხვდება და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეშფოთებულია მავთულხლართების გავლების სრულიად უზარო პროცესის განახლებით.
"სამწუხაროდ, შემაშფოთებელია, რომ ერთის მხრივ, არაფერი გაკეთებულა თითქოსდა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის გადმოეწეული 11-კილომეტრიანი ზონის გასაუქმებლად, ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ განახლდა მავთულხლართების გავლების სრულიად უაზრო პროცესი. მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მავთულხლართებს არ გააჩნია სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება. ეს ერთმნიშვნელოვნად ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა – იმ ადამიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელთაც მავთულხლართებს მიღმა ერთმანეთის ნახვა უნდათ. დღეს კახეთიდან დაბრუნების შემდეგ მე ჩავალ რეგიიონში, სადაც ხდება მავთულხლართების გაბმა, შევხვდები იმ თანამოქალქეებს, ვისაც ეს უშაულოდ შეეხო და მათგან მოვისმენ, რა ვითარებაა ადგილზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია