დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილმა უკრაინის ელჩისგან უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოისმინა 
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 21:00:09
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა. დავით უსუფაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩისგან მოისმინა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. პარლამენტის თავმჯდომარემ ვასილ ციბენკოსთან საუბრისას, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო წუხილი გამოთქვა. მხარეებმა უკრაინის რიგგარეშე არჩევნების შესახებაც ისაუბრეს, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი დამკვირვებლების მივლინებას გეგმავს. შეხვედრაზე საუბარი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია