დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია ჩიორა თაქთაქიშვილს დისციპლინური ზომების მიღებით ემუქრება
ავტორი:
2014/ივლისი/24 15:30:05
დეპუტატები, რომლებიც კომიტეტის სხდომებზე არასათანადოდ მოიქცევიან, მათ მიმართ ზომები გატარდება , - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, რაც დღეს მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ჩიორა თაქთაქიშვილი სხდომებზე ხშირად უკონტროლოდ იქცევა.
,,წინა პარლამენტში არსებობდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამარცხვინო სტანდარტები, რომელსაც ამკვიდრებდნენ თაქთაქიშვილისნაირი ადამიანები, რომლისთვის მაგალითი იყო ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. არასოდეს არ იქნება ჩვენი პოზიციები თანხვედრილი. რაც შეეხება უზრდელ გამოხტომებს და თავხედობებს, ამაზე ცალკე რეაგირება ექნება კომიტეტს. მიმაჩნია, რომ შეუთავსებელია ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტისთვის და თავმჯდომარის მოადგილისთვის ამგვარი ქცევა. ჩვენ დავაყენებთ დისციპლინურ საკითხს ამ ქცევასთან დაკავშირებით, რომლითაც გამოირჩევა თაქთაქიშვილი, რომელიც ზოგჯერ უკონტროლოა და დღეს ვნახეთ ამის პიკიც. მგონია, რომ ის ცდება დეპუტატის ქცევის სტანდარტებს და ცოტა ფსიქიატრების დახმარება სჭირდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ეკა ბესელიამ უმცირესობის წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს შენიშვნა მისცა. მან დეპუტატს მონოლოგის რეჟიმში საუბრის თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ბესელიამ დეპუტატს ის პერიოდი შეახსენა როცა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო. ბესელიას თქმით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" მფარველობდა კრიმინალებს ქვეყანაში, რასაც ჩიორა თაქთაქიშვილის რეპლიკა მოჰყვა.
,,თქვენ ბრძანდებით ქურდების ადვოკატი, თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს წარმოადგენს და იცავს კრიმინალურ პროკურატურას", - მიმართა თაქთაქიშვილმა ბესელიას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია