დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ნინო ბურჯანაძეს საკუთარი ხედვების წარმოჩენის შესაძლებლობა "მომსპარი აქვს"
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 22:00:02
უფლებადამცველის, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძესა და მის პოლიტიკურ კოალიციას საკუთარი ხედვების წარმოჩენის და საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობა "მომსპარი აქვს".
აღნიშნულ საკითხზე ლორთქიფანიძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ისაუბრა და მიზეზად მათ მიმათ შექმნილი "რუსეთუმეობის სტიგმა" დაასახელა.
"თვეების განმავლობაში ნინო ბურჯანაძის კოალიციას და უშუალად ნინო ბურჯანაძეს მომსპარი აქვს შესაძლებლობა ფართოდ წარმოაჩინოს პოლიტიკური დოქტრინა, რომელზეც ჩვენ ჩვენს მომავალს ვაგებთ. რუსეთუმეობის თემა, რაც სტიგმატიზაციის დონეზე სააკაშვილის მხრიდან კარგად არის დამუშავებული და ეს განსაკუთრებით კარგად ახალგაზრდობის მიმართულებით მუშაობს, გულისხმობს იმას, რომ ნინო ბურჯანაძე მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის იმის გამო, თითქოს ის არის რუსეთუმე და თითქოს მისი პოლიტიკა რუსეთის ინტერესებს ემსახურება. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ თუკი რამე დღეს არის ეროვნულ პოლიტიკაზე, ეროვნული პოლიტიკის განვითარებაზე დაფუძნებული, ეს არის კოალიცია "ერთიანი ოპოზიციის" ხედვა, რომ არ გვინდა საქართველო ზესახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად ვაქციოთ. ჩვენ გვინდა დავალაგოთ ურთიერთობა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. გვინდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფასი, მათ შორის თუკი ასეთი გასაღები დევს რუსეთის ფედერაციაში, გვინდა, ვიცოდეთ, შეიძლება თუ არა ის მივიღოთ და თუ შეიძლება მივიღოთ - რა ფასი შეიძლება იქნას ამაში გადახდილი", - განაცხადა ლორთქიფანიძემ გადაცემა "რეზიუმეში".
მისივე თქმით, "თუკი კოალიციის ხედვა გულისხობს, რომ ეროვნული პოლიტიკა, ქვეყნის ნაციონალური ინტერესის სამეზობლო პოლიტიკის დალაგებზე გადის, მათ შორის რუსეთის ფედერაცისთან, ეს რუსეთუმეობას არ ნიშნავს".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია