დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ მოლდოვის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრ ანდრეი გალბურთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/08 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/sagareo_0e810.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456395-mikheil-janelidzem-moldovis-vice-premierthan-sagareo-saqmetha-da-evrointegraciis-ministr-andrei-galburthan-shekhvedra-gamartha.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ მოლდოვის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრ ანდრეი გალბურთ...", "datePublished": "2017-10-08 08:48:21", "dateModified": "2017-10-08 08:48:21", "description": "სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/sagareo_0e810.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრ ანდრეი გალბურთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სუამ-ის საიუბილეო მინისტერიალის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებშიც მინისტრებს საშუალება მიეცემათ, ორგანიზაციის განვლილი საქმიანობა შეაჯამონ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელონ.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველო-მოლდოვის თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში. აღინიშნა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მინისტრების შეფასებით, კარგ საფუძველს ქმნის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას, ამ კუთხით განიხილეს მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობა საქართველოში. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-მოლდოვას პარტნიორულ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ორი ქვეყნის პარტნიორობას ამ მიმართულებით, მათ შორის განხილულ იქნა ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი საკითხები.

საქართველო, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია