დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - სახლში დამჯდარი ყველა ამომრჩეველი ნიშნავს ხელისუფლებისთვის ნაჩუქარ ხმას
ავტორი:
2017/ოქტომბერი/20 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/baqradze_a9b5b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458746-davith-baqradze-sakhlshi-damjdari-yvela-amomrcheveli-nishnavs-khelisuflebisthvis-nachuqar-khmas.html", "headline": "დავით ბაქრაძე - სახლში დამჯდარი ყველა ამომრჩეველი ნიშნავს ხელისუფლებისთვის ნაჩუქარ ხმას ", "datePublished": "2017-10-20 14:34:40", "dateModified": "2017-10-20 14:34:40", "description": "აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე, არა იმიტომ, რომ რომელიმე პარტიამ გაიმარჯვოს, მობრძანდით იმისთვის, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/baqradze_a9b5b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე, არა იმიტომ, რომ რომელიმე პარტიამ გაიმარჯვოს, მობრძანდით იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, თითოეული თქვენი ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახლში დამჯდარი ყველა ამომრჩეველი ნიშნავს ხელისუფლებისთვის ნაჩუქარ ხმას.

„სულ რაღაც ერთი დღე დარჩა ადგილობრივ არჩევნებამდე, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქუჩა, ჩვენი უბანი, ჩვენი სოფელი მომავალი წლების განმავლობაში. არჩევნებამდე რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ იცხოვრებს თითოეული ჩვენგანის ოჯახი, გვექნება თუ არა სამსახური, იცხოვრებენ თუ არა პენსიონერები უკეთესად გაზრდილი პენსიით; დაუდგება თუ არა სახელმწიფო გვერდით სოციალურად დაუცველებს, დავასრულებთ თუ არა ერთხელ და სამუდამოდ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უგაზობა, უწყლობა, უგზობა. ამ ყველაფერს წყვეტს სწორედ ადგილობრივი არჩევნები და თითოეული ამომრჩეველი ხვალის არჩევნებზე. ამიტომ მინდა მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს და გითხრათ, რომ აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე, მობრძანდით იმიტომ, რომ არა რომელიმე პარტიამ გაიმარჯვოს და ვიღაცა გახდეს ქალაქის მერი ან გამგებელი, მობრძანდით იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, თითოეული თქვენი ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად; რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ, ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ქვეყანა ვითარდება და მათ სოფელს, მათ ქალაქს, მათ რაიონს ჰყავს მიმხედავი და გულშემატკივარი. ამიტომ ნუ გაჩერდებით სახლში. ყველა სახლში დამჯდარი ამომრჩეველი ნიშნავს ხელისუფლებისთვის ნაჩუქარ ხმას ეს არის ხელისუფლებისგან წაღებული და მოპარული ხმა. „ქართული ოცნების“ უმაქნისი ხელისუფლება ნამდვილად არ იმსახურებს თქვენგან ხმების ჩუქებას. ამიტომ ნუ დარჩებით სახლში, მობრძანდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველოს“ ამოცანაა მშვიდობინი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის წინ წაყვანა. „მჯერა, რომ არჩევანი იქნება ისეთი გუნდის სასარგებლოდ, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ხედვა და ადამიანების გუნდი, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის წინ წაყვანას. მე ასეთ გუნდად მიმაჩნია „ევროპული საქართველო“. ჩვენ გვაქვს კარგად გაწერილი პროგრამა, რა უნდა გავაკეთოთ და ეს არ არის 10 და 15-წლიანი პროგრამა. ჩვენ ვამბობთ, რომ რასაც ჩვენ გპირდებით გაკეთდება უახლოეს თვეებში. ჩვენ ვამბობთ, რომ პენსია გაიზრდება წლის ბოლომდე. ვამბობთ, რომ სოციალურები დაინიშნება წლის ბოლომდე. ვამბობთ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში შემცირდება ქონების გადასახადი, მოგვარდება წყლის, გაზის და გზის პრობლემა. ეს არის კარგად გაწერილი გეგმა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა მშვიდი, მშვიდობინი არჩევნებით შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უკეთესისკენ, წინ წავიყვანოთ ქვეყანა და თითოეული ოჯახი საქართველოში პრობლემების მოგვარების გზით. ამიტომ მჯერა, რომ ჩვენი ამომრჩეველი გაიზიარებს ამ გეგმას, გვერდით დაგვიდგება და ხვალინდელ არჩევნებზე მხარს დაუჭერს „ევროპულ საქართველოს“. დაგვიჭირეთ მხარი და მოგვთხოვეთ პასუხი ჩვენს დაპირებებზე, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია