დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
ავტორი:
2014/იანვარი/09 17:30:04
საქართველოს პრეზიდენტი საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი დაპირისპირების გამო სინანულს გამოთქვამს და აცხადებს, რომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში ძალადობა გაუმართლებელია.
"სინანულს გამოვთქვამ საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის გამო. ღირსეული, თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში სრულიად გაუმართლებელია ძალადობა ნებისმიერი საბაბით. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ურყევი ნება. ეს არაერთხელ ხაზგასმით უთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც.
საქართველო ისტორიულად შემწყნარებლობის, განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. სწორედ ამან შეგვანარჩუნებინა ის მრავალფეროვნება, რომლითაც სამართლიანად ვიწონებთ თავს. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული მრავალფეროვნება არის და ყოველთვის უნდა იყოს ამოუწურავი რესურსი დიალოგისა და თანამშრომლობისათვის და არა - დაპირისპირებისათვის.
დღეს, საქართველოში მედია თავისუფალია. სწორედ მან უნდა გაუხსნას კარი პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას, იქცეს იმად, რაც არის კიდეც მისი დანიშნულება - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უწყვეტი დისკუსიის სივრცედ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივისცემით მოეკიდონ ოპონენტთა მიერ აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ვინმესთვის ეს აზრები, გამოხატვის უფლება ხელშეუხებელია", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
საპატრიარქოსთან გუშინ საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა. აქციების მონაწილეებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია