დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - ტექდათვალიერების გადადება არ გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ხვალიდანვე არ დაიწყება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 18:00:07
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტექდათვალიერების ორი წლით გადადება არ გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ხვალიდანვე არ დაიწყება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ შეჭირვებულ მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, იმ სტანდარტებზე ერთბაშად გადასვლა, რომელიც ევროპაშია, ალბათ მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნებოდა.
"ის, რომ ორი წლით გადაიდო ტექდათვალიერება, არ გულისხმობს, რომ სამუშაო არ დაიწყება ხვალიდანვე. სისტემაზე და სისტემის ჩამოყალიბებაზე სამუშაო დაიწყება. რამდენიმე მოდელი განვიხილეთ და მთავრობა უფრო იმ მოდელს უჭერს მხარს, როდესაც არსებულ მეწარმეებს მიეცემათ საშუალება, რომ დააკმაყოფილონ ის უფრო მაღალი სტანდარტები, რომელსაც სახელმწიფო დააწესებს. რიგით მოსახლეობას ეს ორი წლის განმავლობაში არ შეეხება, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება სამოქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია