დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხვალ თბილისს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა
ავტორი:
2014/მაისი/21 11:00:02
თბილისში, 22-23 მაისს ვენეციის კომისიის დელეგაცია ჩამოდის. ვიზიტის მიზანს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გაცნობა წარმოადგენს.
დელეგაციას ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში არიან ვენეციის კომისიის წარმომადგენლები: ზია ცაგა ტენიარი, რეგინა კინერი, სლავიცა ბანიჩი, მაიკლ ფრენდო, ლუჩიან მიჰაი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს სახელმწიფო საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, სახელმწიფო კომისიის ხუთივე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან და სამუშაო ჯგუფების წევრებთან.
ეს არის ვენეციის კომისიის პირველი ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირობებში. შეხვედრები დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების ფორმატში. ექსპერტების ძირითად მიზანია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გაცნობა, რჩევებისა და გამოცდილების გაზიარება.
"როგორც ცნობილია, ვენეციის კომისიის თანამშრომლობა საქართველოსთან საკმაოდ ხანგრძლივ ისტორიას ითვლის. თავად ვენეციის კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეს საკონსტიტუციო რეფორმების კონსულტირება წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმატებული საქმიანობისთვის, ვენეციის კომისიის ექსპერტთა რჩევები და შემდგომი დასკვნები უდავოდ პრიორიტეტულად განიხილება", - განმარტავენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.
ვენეციის კომისია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრას ხვალ დილიდან იწყებს. პირველი შეხვედრა იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთანაა დაგეგმილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია